ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მე-8 ტურში მოსკოველებმა შინ „ურალი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. 19 წლის ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 89-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 44-ე წუთზე გაიტანეს. მოსკოველებმა შეხვედრა 59-ე წუთზე მაკაროვის ზუსტი დარტყმის წყალობით მოიგეს.
გაგნიძემ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ რვავე შეხვედრა ჩაატარა და სასტარტოში 5-ჯერ მოხვდა.
„დინამო“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.




