გიორგი გაბედავა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მე-19 ფებურთელია, რომელმაც 100 ან მეტი გოლი გაიტანა.
თბილისის “დინამოს” 32 წლის ფეხბურთელმა თავი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თანაქალაქელ “ლოკომოტივთან” 5:0 მოგებულ მატჩში გამოიჩინა, როდესაც 83-ე წუთზე წერტილი დასვა.
გაბედავა “დინამოში” 2020 წლიდან თამაშობს. მანამდე, ის საქართველოში “გაგრას”, ზუგდიდის “ბაიას” და “დინამოს”, საჩხერის “ჩიხურას”, “სამტრედიას” და თბილისის “საბურთალოში” გამოდიოდა.





