„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ნიდერლანდელი ფორვარდი ჯასტინ კლიუვერტი დაიმატა.
„რომამ“ 23 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ამასთანავე, ხელშეკრულება კლუვერტის კონტრაქტის გამოსყიდვის ოფციასასც ითვალისწინებს.
რომაელებმა კლიუვერტი ამსტერდამის „აიაქსიდან“ 2018 წლის ზახულში შეიძინეს და მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. კლიუვერტმა 2020-2021 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლაიფციგში“ გაატარა, ხოლო გასულ სეზონში „ნიცაში“ გაანათხოვრეს.




