ბრაზილიელი შემტევი ნახევამცველი ვილიანი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. მან მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტი „ფულემთან“ გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში „კორინთიანსში“ გამოდიოდა, რომელთან კონტრაქტი ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ვილიანი 2014-2020 წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 234 მატჩში 27 გოლი გაიტანა. შემდეგ მან ერთი სეზონის „არსენალში“ გაატარა, სადაც 25 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.




