ბრაუტვეიტი „ბარსელონას“ გაეყარა და „ესპანიოლს“ მიაშურა

0
53

დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრაუტვეიტი კარიერას „ესპანიოლში“ გააგრძელებს. მან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რისთვისაც 150000 ევრო მიიღო, არადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი 2 წლსთვის 5 მილიონ ევროს ითხოვდა.
31 წლის ფეხბურთელი „ბარსას“ დაუძინებელ მტერ „ესპანიოლს“ შეუერთდა, რომელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბარსამ“ დანიელი 2020 წლის თებერვალში „ლეგანესიდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა და ბრაუტვეიტმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 58 მატჩში 10 გოლი გაიტანა.