ადნან იანუზაი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. 27 წლის ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის სევილიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ზაფხულში „რეალ სოსიედადთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უგუნდოდ იყო.
იანუზაი სან სებასტიანელთა შემადგენლობაში 2017 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 168 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.





