„მანჩესტერ სიტიმ“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ ცენტრალური მცველი მანუელ აკანჯი შეიძინა.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ის ახალ გუნდში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„სიტიმ“ აკანჯიში 18 მილიონი ევრო გადაიხადა და კიდევ 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. შვეიცარიელის ხელფასი წელიწადში 11 მილიონი ევრო იქნება. აკანჯი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „სიტის“ მეხუთე შენაძენია.
აკანჯი „ბორუსიაში“ 2017-2018 წლების სეზონის წინ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 158 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.





