ოლივერ გლასნერი: „რეალი“ უფრო ძლიერი იყო და გამარჯვება დაიმსახურა“

0
36

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერის აზრით, ევროპის სუპერთასის მატჩში „რეალი“ მის გუნდზე უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ავსტრიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ესპანურ გრანდთან 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა.
„წინა მატჩთან შედარებით მოვუმატეთ, მაგრამ „რეალი“ ნებისმიერ მატჩში 2-3 საგოლე მომენტს ქმნის მსოფლიოში ნებისმიერ მეტოქესთან. ჩვენ გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით და საკუთარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ – „რეალი“ უფრო ძლიერი იყო და გამარჯვება დაიმსახურა.
ჩემი აზრით, დრო და დროს ბურთს არცთუ ცუდად ვფლობდით, მაგრამ ბოლო პასი არ გვყოფნიდა. ამ კომპონენტის გასაუმჯობესებლად ასეთ დონეზე თამაშის დროს კიდევ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ 4-4-2 სქემაზე გადავწყვეთ, მაგრამ სასურველია უკეთესო კოორდინაცია გვქონოდა“ – იუწყება გლასნერის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.