დავით ხოჭოლავა დანიის სუპერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყევა. განვლილ ტურში „კოპენჰაგენმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თამაშობს, დერბიში „ბრონდბიუ“ 4:1 დაამარცხა.
ხოჭოლავამ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც რასმუს ფალკის დარტყმის შემდეგ, ბურთი ფეხში შეეხო და მეტოქის კარში აღმოჩნდა.
29 წლის ფეხბურთელი „კოპენჰაგენში“ შარშან დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და პირველ სეზონში დანიის ჩემპიონი გახდა.






