კაზემირო: „რეალი“ ვალდებული ყველაფერი მოიგოს რაც შეუძლია“

0
31

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ კაზემიროს, რომელიც უეფას ევროპის სუპერთასზე „აინტრახტთან“ (2:0) მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიაჩნია, რომ მისი გუნდი ვალდებულია ყველა ტურნირი მოიგოს, რომელშიც მონაწილეობს.
„ ახლაც ისეთივე განცდა მაქვს როგორც მაშინ, როდესაც „რეალთან“ ერთად პირველი ტიტული მოვიგე. ყოველი ჯილდო ეს გულმოდგინე მუშაობის, მაქსიმალური კონცენტრაციისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის შედეგია. ვიცი, რომ ყველამ შევიტანეთ საკუთარი წვლილი რათა ეს მატჩი გვეთამაშა და მოგვეგო.
„რეალი“ ვალდებული ყველაფერი მოიგოს რაც შეუძლია. ეს გუნდი გამარჯვებებით ცხოვრობს. ჩვენი გამარჯვება არავის აკვირვებს, მაგრამ როდესაც ვაგებთ მაშინვე გვაკრიტიკებენ.
ტიტულები, ზღაპრული საღამოები და მნიშვნელოვანი თამაშები – აი ესაა ამ კლუბისთვის აუციელებელი. ჩვენი გამარჯვებას მოწყურებული და მოტივირებულნი ვართ. მოდით ჯერ 6 ტიტულზე არ ვისაუბროთ. ჯერ ამ გამარჯვებით გავიხაროთ და ამის მერე ვიფიქროთ შემდეგი ჯილდო როგორ მოვიგოთ.
გასულ წლებში კრიშტიანუ რონალდუ გვყავდა, რომელსაც სეონში 50 გოლი გაჰქონდა და ქარიმ ბენზემას ნაკლებად ვუყირებდით. თუმცა, ბენზემა ყოველთვის მსოფლიოში საუკეთესო „ცხრიანი“ იყო და ახლა უბრალოდ ერთი ნაბიჯი წინ გდადგა გოლების გატანის მხრივ. ნათელია, რომ „ოქროს ბურთს“ მოიგებს და მასთან ახლოს ვერავინ მივა“ – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.