ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“, რომლის ღირსებას გაგი მარგველაშვილი იცავს, ევროპა ლიგას დაემშვიდობა. ბალკანელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში ირლანდიის „შემროკ როვერსთან“ სტუმრად 1:3 წააგეს, ხოლო შინ 1:2 დამარცხდნენ და გამოსვლას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებენ.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა პირველი დაპირისპირების მსგავსად, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.





