ბაქოს “ნეფთჩიმ” ვატო არველაძის ტრანსფერი დაადასტურა. აზერბაიჯანული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თურქეთის „ქარაგიუმრუქში“ გამოდიოდა, სადაც 22-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. მანამდე, კარიერის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“ და პოლონეთის კიელცეს „კორონაში“ ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, რომ არველაძემდე მიმდინარე ზაფხულში “ნეფთჩის” საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია შეუერთდა.





