მას მერე რაც გიორგი აბურჯანია კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჟილ ვისენტეს“ შემადგენლობაში სტუმრად „რიგასთან“ (1:1) არ ათამაშეს, თავის გამოჩენის შანსი არც პორტუგალისი პრიმეირა ლიგის პირველ ტურში მისცეს. „ჟილ ვისენტემ“ შინ „პასუშ ფერეირას“ 1:0 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. ის პორტუგალიურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის პირველ ტურში „თურანი“, რომელსაც ზაფხულში ორი ქართველი ფეხბურთელი დაემატა, შინ „გაბალასთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინლების სასტარტო შემადგენლობაში „თელავის“ ექსმოთამაშეები იმედა აშორტია და ფირუზ მაგრაქველიძე იყვნენ – პირველმა 31-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო მეორე შესვენებაზე შეცალეს.





