გონსალუ გედეში, რომელიც „ვალენსიას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა „ვულვერჰემპტოთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „მგლებმა“ 33 მილიონი ევრო გადაიხადეს.
25 წლის გედეში „ვალენსიაში“ 2017 წელს პსჟ-დან გადავიდა და ესპანური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 178 მატჩში 36 გოლი გაიტანა.





