მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მილანელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2024 წლამდე დადო. მას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე ჰქონდა.
ის „ინტერს“ სათავეში 2020 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით „ნერაძურიმ“ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. გასულ სეზონში „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.





