ოქრიაშვილი და აპოელი თანამშრომლობას წყვეტენ

0
63

თორნიკე ოქრიაშვილი და აპოელი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აპოელმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა.
ოქრიაშვილი აპოელში გასული სეზონის წინ ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” გადავიდა და ჩემპიონატის 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის შემტევი ნახევარმცველი კომპენსაციის სახით დაახლოებით 70000 ევროს მიიღებს.