უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ. მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.
ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: A ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; B ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი-ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.
უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი შოტლანდიას. ფლეი ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.
გუნდის მზადების და მომავალი შეხვედრების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განაცხადა:
„საკმაოდ დამღლელი და ნაყოფიერი 5-კვირიანი შეკრება გვქონდა. სამწუხაროდ, ლეგიონერთა ნაწილი გვიან, ნაწილი კი ძალიან გვიან შემოგვიერთდა, რადგან მათი გუნდები საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშობდნენ. გვქონდა ორი საკონტროლო შეხვედრა 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც სელექციასთან ერთად, ტაქტიკური მონახაზის დახვეწასაც ემსახურებოდა.
იტალიაში 4 საინტერესო თამაში გველის. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ სად წავიდა ევროპული და სამხრეთ აფრიკული რაგბი პოსტ-პანდემიურ პერიოდში და სად ვართ ჩვენ. ამ ბიჭების დიდმა ნაწილმა შარშან სამხრეთ აფრიკის ტურნირზე ითამაშა, სადაც ერთი წლით უფროსებს ვეთამაშეთ და ახლა გამოჩნდება როგორია ჩვენი განვითარების ტემპი“.

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე
პირველი ხაზი: სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი); ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), ბადრი ციხისთავი (ლელო);
მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი), გიგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), პაატა გალდავა (აია);
მესამე ხაზი: რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);
9: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო);
10: მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (ლელო);
12-13: გიორგი ჩიქოვანი (ლელო), იოანე მეტრეველი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო);
11-14: შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი);
15: გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია
ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
A ჯგუფი
საფრანგეთი
ირლანდია
ინგლისი
სამხრეთ აფრიკა
24 ივნისი
ინგლისი – სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი – ირლანდია
29 ივნისი
საფრანგეთი – ინგლისი
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა
5 ივლისი
საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა
ირლანდია – ინგლისი
B ჯგუფი
შოტლანდია
უელსი
იტალია
საქართველო
25 ივნისი
შოტლანდია – უელსი
იტალია – საქართველო
30 ივნისი
შოტლანდია – იტალია
უელსი – საქართველო
6 ივლისი
შოტლანდია – საქართველო
უელსი – იტალია
პლეი ოფები. 12 ივლისი





