ნოდარ იაშვილი კარიერას “ლოკომოტივში” განაგრძობს

0
39

ნოდარ იაშვილმა თბილისის “საბურთალოდან” “ლოკომოტივს” მიაშურა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
29 წლის მარჯვენა მცველმა მიმდინარე სეზონში “საბურთალოში” 8-ჯერ ითამაშა.  იაშვილს საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სეზონში “ლოკომოტივმა” პირველი თამაში გუშინ სწორედ “საბურთალოსთან” მოიგო (2:1).