“გოლდენ სტეიტის” მეშვიდე ტიტული

0
60

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად 103-90 “ბოსტონი” და კლუბის ისტორიაში მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა.
კალიფორნიელმა “მეომრებმა” შეხვედრა კარგად დაიწყეს და დიდი შესვენების წინ 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მასაჩუსეტსელებმა მესამე მეოთხედი 27:22 მოიგეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში უკეთ ისევ „გოლდენ სტეიტი“ გამოიყურებოდა – 27:24.
შეხვედრაში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 34 ქულა, 7 მოსნა და 7 გადაცემა გაიფორმა. 18 ქულა ჰქონდა ენდრიუ უიგინსს, 15 ჯორდან პულს, დრეიმონდ გრინმა კი 12 ქულა, 12 მოხსნა, 8 გადაცემა შეასრულა. კლეი ტომპსონმა კი 12 ქულა ჩააგდო.
სტეფ კარი ფინალური სერიის MVP გახდა. ეს ეს ტიტული სტეფმა პირველად მოიპოვა. მან ფინალურ სერიებში 150 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, რაც ნბა-ს რეკორდია.