ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ხოლო საერთო ჯამში წაუგებელი სერია რვამდე გაზარდა.
ამჯერად, ბათუმელებმა 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა – ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე კირკიტაძის დარტყმული ბურთი ხედა ძელს მოხვდა, ხოლო ნოდარ გუჯაბიძეს გოლი მამუკა კობახიძემ არ გაატანინა, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
48-ე წუთზე ალბანელი უერდი მარას გადაცემის შემდეგ, კირკიტაძემ მეტოქის საჯარიმოში მეკარე პაპუნა ბერუაშვილს დაასწრო და თავით დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ „დინამოს“ გარემარბმა მუხლით ცარიელ კარში გაიტანა – 0:1.
ამის შემდეგ, „რუსთავმა“ მეტოქის კართან ვითარება ერთხელ გაამწვავა, როდესაც გუჯაბიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და რეკოშეტის მერე, ნოდარ ყალჩავამ ნახტომში სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ბათუმელებს 40 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან – გია ცეცაძის დამოძღვრილ „რუსთავს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.
რუსთავი 0:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





