დემჩენკო „იბერიას“ მთავარ მწვრთნელად რჩება

0
2

უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თბილისის „იბერიას“ მთავარ მწვრთნელად რჩება. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება:
„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ანდრეი დემჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „იბერია 1999“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანდრეი დემჩენკო რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად და კლუბთან ერთად აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ გულშემატკივრებსა და მედიას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“.
ლაშა თაბაგარი