თბილისის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი ლატვიის ჩემპიონ „რიგასთან“ წააგო.
რიგაში გამართულ შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა გოლი მატჩის დებიუტში გაუშვა. მე-9 წუთზე საპასუხო ბურთი თბილისელთა გარემარბმა თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა, რომელიც კონტრშეტევის დროს ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ახლო კუთხეში ძლიერად დაარტყა. თუმცა, „დინამომ“ მეტი გოლი ვერ გაიტანა და პირიქით მეორე ტაიმში თავის კარში გაუშვა, რაც საბოლოოდ 1:2 მარცხად დაუჯდა.
“დინამო”: პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, ხარაბაძე, პაპავა (კ), ოსეი, კირკიტაძე, ბილენკი.
სათადარიგოები: ანტილევსკი, ჩხეტიანი, იაკობიძე, იობაშვილი, კუცია, მაისურაძე, მაქაცარია.





