საქართველო – ბულგარეთი | 11 ივნისის განრიგი

0
61

სკოპიეში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 ივნისს თბილისში დაბრუნდა. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩისთვის დედაქალაქში მოემზადება.
12 ივნისის, ბორის პაიჭაძი სახელობის “დინამო არენაზე” დაგეგმილი შეხვედრის მონაწილე გუნდები, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 11 ივნისს ივარჯიშებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
11 ივნისის განრიგი – დინამო არენა
17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:30 ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:00 ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.