საქართველო-ბულგარეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია

0
74

საქართველო ეროვნული გუნდი ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მომავალი მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” 54139 გულშემატკივარი ეტევა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და 9 ქულით ლიდერია – 12 გატანილი გოლი და 2 გაშვებული. მეორე ადგილზე 4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიაა, ხოლო ბულგარეთი 2 ქულით მესამეა. ბოლო ადგილზე გიბრალტარია, რომელმაც ქულა შინ ბულგარეთთან აიღო.