უნაი ემერი: „მნიშვნელოვანის მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია”

0
76

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის აზრით, ფეხბურთში რამე მნიშვნელოვანის მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „ბაიერნთან“ 1:1 დასრულებული მატჩის და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა. ესპანელებმა პირველ თამაშში შინ გერმანელები 1:0 დაამარცხეს.
„რამე მნიშვნელოვანის მისაღწევად ფავორიტების დამარცხება აუცილებელია. „იუვენტუსთან“ 1/8-ფინალში გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მნიშვნელოვან მიზნებს ვაღწევთ. ეს დიდი მატჩი იყო, მაგრამ უკვე პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ თუ დღეს როგორ ვიბრძოლებდით. დაცვაში იდეალურად ვითამაშეთ. მეტოქემ ჩვენი შეცდომები ვერ გამოიყენა, რისთვისაც ვაზღვევინეთ. ვეცდებით 1/2-ფინალში ისე ვითამაშოთ, რომ ფინალში გასვლის შანსი გვქონდეს. წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.