თომას ტუხელი: „ჩელსი“ შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა“

0
46

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს მიაჩნია, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „რეალთან“ 3:2 გამარჯვების და ტურნირიდან გამოთიშვის მერე განაცხადა. „ჩელსიმ“ პირველი თამაში შინ 1:3 წააგო.
„წაგება ყოველთვის მტივნეულია, მაგრამ ასეთი მარცხი შესაძლოა მიიღო, რადგან არაფერს ვნანობთ. ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა – ოსტატობასთან ერთად ხასიათი გამოვავლინეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით. უბრალოდ არ გაგვიმართლა. ყველაზე მთავარი ჩვენი თამაშია – თავდადება, მატჩისთვის დასახული გეგმის შესრულება და დისციპლინა. ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. მოთამაშეების წინაშე ქედს ვიხრი.
იოლი არაა ამ სტადიონზე თამაში როდესაც გოლის გატანა და გამარჯვება გჭირდება. ჩვენს მიერ გაშვებული ორივე გოლი შეტევის დაწყების დროს დაშვებული სერიოზული შეცდომების შედეგია. ბურთის დაკარგვა მას მერე რაც ის დაიბრუნე, ეს ყველაზე სახიფათო სიტუაციაა.
მეტოქემ ჩვენი შეცდომები თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გამოიყენა. ეს საკმარისი აღმოჩნდა. ორი მატჩის ჯამში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს “ჩელსის” ვებგვერდი.