მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გადამწყვეტი პირველი მატჩი აღმოჩნდა, რომელიც მისმა გუნდმა სტუმრად 0:1 წააგო. მან ამის შესახებ შინ ესპანელებთან 1:1 დასრულებული საპასუხო თამაშისა და ტურნირიდან გავარდნის მერე ისაუბრა.
„გადამწყვეტი პირველი თამაში აღმოჩნდა. აი, სწორედ მაშინ წავაგეთ დაპირისპირება. პირველი მატჩი არცთუ საუკეთესოდ ჩავატარეთ, ხოლო დღეს ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ტაქტიკაზე და ინტენსიურობაზე თუ ვისაუბრებთ, ბოლო თვეებში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ.
პირველ ტაიმში მუსიალას საუცხოო მომენტი ჰქონდა. მეორე მიულერს ანგარიში 2:0 უნდა გაეზარდა. ეს ასპროცენტიანი მომენტი იყო, რომლის მსგავსი ხშირი არაა. მეტოქე თავს ძალიან დისციპლინირებულად და ღრმად იცავდა. იმ ეპიზოდში, როდესაც მოწინააღმდეგემ ჩვენს კართან მიღწევა მოახერხა, არეულობა გვქონდა“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.





