„დინამოს“ 19-წლამდელები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ

0
1

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდი, რომელსაც ვასილ გეგუჩაძე წვრთნის, უეფას ახალგაზრდული ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დინამოელებმა შინ დანიის „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრაში თბილისელები ძირითად დროში 0:3 დამარცხდნენ. დანიელები მე-3 წუთზე ოდეფალკმა დააწინაურა, რომელმაც 38-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 44-ე წუთზე თბილისელებს უხეშობისთვის მცველი ანდრია ნიჟარაძე გაუძევეს.
71-ე წუთზე დანიელებიდან თავი მეჰიჩიჩმა გამოიჩინა. გამომდინარე იქიდან, რომ დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „დინამომ“ 5:4 მოიგო.
ვასილ გეგუჩაძის შეგირდები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ.
უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ორი გზაა – ჩემპიონთა ლიგის გზა, სადაც 36 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას ლიგის ფაზით იწყებს 6 ტურის ჩატარების შემდეგ საუკეთესო 22 პლეი- ოფში გადადის.
მეორე გზა ქვეყნების ჩემპიონთა გზაა, სადაც თბილისის „დინამო“ გამოდის.  ამ შემთხვევაში გუნდებმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა დაძლიონ, ხოლო 10 გამარჯვებული ლიგის ფაზიდან გასულ 22 გუნდს შეუერთდება და 1/16-ფინალში ითამაშებს.

ლაშა თაბაგარი