გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც „უდინეზეს“ ზაფხულში შეუერთდა, იტალიის სერია A-ში შეუცვლელად მეორე მატჩი ჩაატარა.
მე-8 ტურში უდინელები შინ „მილანთან“ 0:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი აქტიური იყო, ბურთი ხშირად ჰქონდა და თავის გუნდის შეტევებს აორგანიზებდა. ერთ ეპიზოდში დაახლოებით 20 მეტრიდან კარის მიმართულებით არაზუსტად დაარტყა. კარგი იქნება თუ გიორგის სტაბილურად ათამაშებენ, რათა თავისი საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში პულიშიჩმა გახსნა, რომელიც მოდრიჩის პასის მერე მეკარესთან პირისპირ გავიდა. 65-ე წუთზე იაშარის შორის მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია და კარის წინ მდგომმა ჰათჩინსონმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
„უდინეზემ“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





