ბითაძემ სეზონი 6 ქულით დაიწყო

0
10

ნბა-ს ახალმა სეზონმა სტარტი აიღო და „ორლანდო მეჯიქმა“, რომელშიც გოგა ბითაძე გამოდის, საკუთარ კედლებში 125: 132 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე გატარებულ 11:44 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოში“ ყველაზე შედეგია პაოლო ბანკერო იყო – 35 ქულა და 10 ზუსტი პასი, ხოლო „ატლანტაში“ ნიკილ ალექსანდერ -უოკერი  – 31 ქულა. მომდევნო ტურში, რომელიც 24 ოქტომბერს შედგება, „ორლანდო“ „მინესოტას“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი