შერმადინის 5 ქულა ევროთასზე

0
0

„ლაგუნა ტენერიფემ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი 37 წლის გიორგი შერმადინია, საკალთბურთო ევროთასის მე-4 ტურში სტუმრად გერმანიის „ფრანკფურტი“ 104:94 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსცენტრი სასტარტო ხუთეულში არ იყო და მოედანზე 13:31 წუთი გაატარა. მან 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ ორიდან 1 ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ლაგუნა ტენერიფემ“ B ჯგუფში 4-დან 3 თამაში მოიგო და 8 გუნდს შორის პირველ ადგილზეა. ესპანელები ევროთასზე მომდევნო თამაშს შინ 28 ოქტომბერს იტალიურ „ვენეციასთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი