პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონას“ 4:2 დამარცხებაში გადამწყვეტი როლი დაცვის კარგმა თამაშმა შეასრულა.
„უმაღლესი დონის მატჩი ჩავატარეთ წარმოუდგენლად ძლიერ მეტოქესთან. როგორც ჩვენ თავს ვიცავდით ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ< რომ გამარჯვებაში მთავარი როლი ამან ითამაშა. დაცვაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდთ.
ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელსაც მანამდე მიმდინარე სეზონში არ წაუგია. საშუალოდ „ბარსელონა“ ერთ მატჩში 4 გოლს იტანდა, ხოლო ჩვენი კარი მხოლოდ ორჯერ აიღო.
ლუკა ერნანდესი? ის გამოცდილი და ამბიციური მოთამაშეა, რომელიც სამუშაოდ ყოველთვის მზადაა. ჯერ კიდევ მატჩამდე ვიცოდით, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევდა. ლუკა აგრესიულად მოქმედებს და სულელურ შეცდომებს არ უშვებს. მან დაუჯერებელი მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
განვლილ შეხვედრაში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც 59-ე წუთზე მუხლის ტრავმის გამო შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





