„ვილიარეალმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში შინ „ელჩეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, მხოლოდ ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში საკუთარ კედლებში „ნაპოლისთან“ (3:1) მატჩში გოლი გაიტანა, თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მას თავის გამოჩენის შანსი ერთ ეპიზოდში ჰქონდა, როდესაც „ელჩეს“ კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემის დროს ბურთს ევრ მიწვდა. „ვილიარეალმა“ ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და გასული სეზონის მესამეადგილოსანი 9 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





