კიტეიშვილი რამდენიმე კვირა იუქმებს

0
4

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ავსტრიული კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ერთა ლიგაში სტუმრად უნგრეთთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში წვივის ორთავა კუნთის ტრავმა ისევ გაუმიზეზდა, რაც მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა. უნგრეთთან შეხვედრაში ოთარ მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
„შტურმის“ სპორტული დირექტორის მიხაელ პარენსენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ოთარი დოზირებულად მიეყვანათ სრულ დატვირთვებამდე, ხოლო საქართველოს ნაკრებში მათ მიერ კიტეიშვილის სათამაშო დროსთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.
30 წლის კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ავსტრიის ბუნდესლიგაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ხოლო თითო მატჩი ავსტრიის თასზე და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი