რამაზ სვანაძე: “ყველაზე გულსატკენია რომ მესამე თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ”

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძისთვის ყველაზე გულსატკენია, რომ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად უნგრეთთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “ერთ-ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ძალიან მაღალი ინტენსივობა და ინტენსიური პრესინგი, რომელთან გამკლავებაც საწყის ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პირველ ნახევარ საათში.
ინტენსივობასთან დაკავშირებით გრაფიკიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო. სამწუხაროა, თუმცა ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეალურად გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჰქონდათ ტრავმები და უთამაშებელი პერიოდი. ამიტომ მათთვისაც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება.
ჩრდილოეთ ირლანდიაში იმისთვის მივდივართ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. მათ წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ. ამ ეტაპზე გვაქვს ორი მარცხი და ერთი ფრე. ყველაზე გულსატკენია, რომ მესამე თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ. ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ – ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც. კარგია ისიც, რომ შემდეგი თამაში უკვე სამ დღეში გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ირლანდიაში ყველაფერი სხვანაირად იქნება”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე თამაშს 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარებს. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 7 ქულით, მეორეზე უკრაინა 4 ქულით, მესამეზე უნგრეთი 4 ქულით, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი