გიორგი მამარდაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ. ჩვენი გუნდის მეკარემ ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად უნგრეთთან 0:1 მარცხის შემდეგ ისაუბრა.
გიორგი მამარდაშვილი: “გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ალბათ პრობლემა მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლის თამაშიც გვინდოდა. მოწინააღმდეგეც კარგად თამაშობდა. იცოდნენ, რას აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში გაგვიჭირდა მომენტების შექმნა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და შემდეგი თამაშისთვის კარგად მოვემზადებით. საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ ყოვლისა გამოვასწოროთ ჩვენი თამაში და დავიბრუნოთ ის შემართება და ენერგია, რაც მანამდე გვქონდა”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე თამაშს 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარებს. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 7 ქულით, მეორეზე უკრაინა 4 ქულით, მესამეზე უნგრეთი 4 ქულით, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





