გიორგი კვერნაძე: “ახლა ნამდვილად რთული პერიოდი გვაქვს”

0
3

გიორგი კვერნაძის აზრით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რთული პერიოდი აქვს. ჩვენი გუნდის ფორვარდმა ამის თაობაზე ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად უნგრეთთან 0:1 მარცხის შემდეგ ისაუბრა.
გიორგი კვერნაძე: “მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ბოლო 20-25 წუთის განმავლობაში, ნამდვილად გვქონდა მომენტები და შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. მძიმედ ვითამაშეთ. შეგვეძლო ყველასთან მოგება და ყველასთან რაღაც წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ ახლა ნამდვილად რთული პერიოდი გვაქვს. თუმცა ყველაფერი კარგად იქნება. ამის უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს. თუ ყველანი ერთად ვიქნებით — ფეხბურთელები და გულშემატკივრები — ვფიქრობ, ისევ დავიბრუნებთ იმ სიხარულს, რომელიც ადრე გვქონდა”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე თამაშს 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარებს. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 7 ქულით, მეორეზე უკრაინა 4 ქულით, მესამეზე უნგრეთი 4 ქულით, ხოლო საქართველო 1 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი