ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 35-ე წუთზე „ნომე“ შინ „ლევადიას“ შეხვდა და 3:4 დამაცხდა, ხოლო 36 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-6 წუთზე ბეგლარიშვილმა ქუსლით საჯარიმოში პასი მატასს შეაყოლა, რომელმაც ანგარიში გასნა. 78-ე წუთზე, როცა სტუმრები 4:2 იგებდნენ, ზაქარიამ დაახლოებით 16 მეტრიდან ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ბადეში გაახვია. ბეგლარიშვილმა 34 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ნომე“ 37 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
გიორგი რობაქიძემ ოდესის „ჩერნომორეცის“ მაისურით მიმდინარე სეზონში პირველად ორი საგოლე პასი შეასრულა. ოდესელებმა სტუმრად „ვერეს-რივნე“ 3:1 დაამარცხეს და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის 21-ე წუთზე რობაქიძემ მეტოქის საჯარიმოში კურკო მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე რობაქიძემ მეკარესთან პირისპირ ხომა გაიყვანა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 21 წლის რობაქიძემ ამ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 2 საგოლე გადაცემის გარდა, 1 გოლი გაიტანა. „ჩერნომორეცი“ 9 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





