აბუაშვილმა და დავითაშვილმა საფრანგეთში ქულები გაიყვეს

0
0

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – გიორგი აბუშვილის „მეცმა“ შინ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ 2:2 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ აბუაშვილი მოხვდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. დავითაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და ხუთ წუთში გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, სტუმრები 67-ე წუთზე პედრომ დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში ბოიაკიემ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 79-ე წუთზე ერთი ბურთი მბოჯიმ გაქვითა. 89-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ კარი დემინგუემ აიღო და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.
„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „მეცი“ 10 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი