ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (ლიდსი), ჯეისონ სტილი (ბრაიტონი).
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (რეალი, ესპანეთი), ჯარედ ბრანტუეიტი (ევერტონი), ტრევო ჩალობა (კომო, იტალია), მარკ გუეჰი, ნიკო ორაილი (ორივე მანჩესტერ სიტი), ლუის ჰოლი, ვალენტინო ლივრამენტო (ორივე ნიუკასლი), ეზრი კონსა (არსენალი), ჯარელ კუანსა (ლევერკუზენი, გერმანია).
ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (მანჩესტერ სიტი), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), მაილზ ლუის-სკელი (არსენალი), კობი მაინუ (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკლან რაისი (არსენალი), კოულ პალმერი (ჩელსი), ალექს სკოტი (ბორნმუთი).
ფორვარდები: ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), დომინიკ კალვერტ-ლუინი (ლიდსი), ებერეჩი ეზე, ბუკაიო საკა (ორივე – არსენალი), ენტონი გორდონი (ბარსელონა, ესპანეთი), რიო ნგუმოა (ლივერპული), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), მორგან როჯერსი (ჩელსი).
ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფში ბრიტანელები ესპანეთს, ხორვატიას და ჩეხეთს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





