ლოჩოშვილის „კიოლნმა“ ისევ ვერ მოიგო

0
2

გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-4 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ სტუმრად „ჰამბურგს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ჩემპიონატში შეუცვლელად ზედიზედ მეოთხე თამაში ჩაატარა.
მატჩის 44-ე წუთზე მასპინძლები კაპალდომ დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ექვს წუთში „ჰამბურგიდან“ თავი პოულსენმა გამოიჩინა. „კიოლნიდან“ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე აჩემ გაიტანა. „კიოლნმა“ ბოლო სამი თამაშიდან ვერცერთი მოიგო (ერთი ფრე და 2 წაგება) – 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატშე მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი