მამარდაშვილის პირველი მატჩი სეზონში – „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ სძლია

0
0

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა.
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ შინ „ტოტენჰემს“ 3:1 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-11 წუთზე „ტოტენჰემს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლების საჯარიმოში მყოფი ბერგვალის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია.
21-ე წუთზე „ლივერპული“ მაკალისტერმა დააწინაურა. 27-ე წუთზე მარმუშის სახიფათო დარტყმის მერე, მერსისაიდელები გოლის გაშვებას ისევ გიორგიმ გადაარჩინა. 32-ე წუთზე ლონდონელებიდან მეტოქის კარს უკვე კუდუსი დაემუქრა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ისევ იყოჩაღა.
54-ე წუთზე მასპინძლებში თავი გაკპომ გამოიჩინა. 69-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და მამარდაშვილი შეცდა, ხოლო გალაჰერმა ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე სობოსლაიმ დაახლოებით 27-28 მეტრიდან ძლიერი დარტყმით „ტოტენჰემს“ ძალიან ეფექტური გოლი გაუტანა.
ლაშა თაბაგარი