აბუაშვილის „მეცის“ პირველი წაგება სეზონში

0
2

„მეცი“, რომელშიც გიორგი აბუაშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში პირველად დამარცხდა. მე-6 ტურში მეცელები სტუმრად „რედ სტარს“ შეხვდნენ და დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ტრადიციულად სასტარტო შემადენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს მას გოლის გატანა შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შესულმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ წინ მეკარე აღუდგა. „მეცი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი