ლობჟანიძის გუნდის მარცხი საკუთარ კედლებში

0
5

„რეალ სოლტ ლეიკი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში, შინ „ნიუ იორკ სიტისთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-16 წუთზე სტუმართა ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ლობჟანიძემ ძალიან ახლო მანძილიდან დაამატა, მაგრამ რაფაელ კაბრალმა შესაშური რეაქციის ხარჯზე არ გაატანინა.
მე-20 წუთზე ლობჟანიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და სახიფათოდ დაარტყა და „ნიუ იორკ სიტი“ ისევ მეკარემ გადაარჩინა. 67-ე წუთზე ლობჟანიძე მასპინძლების საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და დაარტყა – ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. „რეალ სოლტ ლეიკი“ 29 ქულით დასავლეთ კონფერენციის 15 გუნდს შორის მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი