გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველივე მატჩში საგოლე პასი შეასრულა. ესპანური გუნდი სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 53-ე წუთზე ანგარიში რენატოს ავტოგოლით გაიხსნა, როდესაც კარის წინ მდგომ მცველს მეკარე გულაშის ფეხიდან ბურთი ხელში მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. 66-ე წუთზე მიქაუტაძემ კუთხური ჩააწოდა და მოურინიომ თავით თანაფარდობა აღადგინა.
მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შეჭრილი ფაბიო სილვას გადაცემის მერე, გირასიმ ვარდნაში მასპინძლები დააწინაურა. 83-ე წუთზე მასპინძლების შესრულებული კუთხურის დროს მსაჯმა დააფიქსირა, რომე მოურინიო საჯარიმოში ორთაბრძოლის დროს გირასის ეუხეშა და პენალტი დანიშნა. გირასიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნიკოლა პეპემ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული საჯარიმო დარტყმის დროს, მარცხენა მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში დაარტყა და კობელის მოგერიუბული ბურთი გირასის მოხვდა, რის შემდეგ კარში შევარდა. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი მეტოქის საჯარიმოში მყოფ ვეიგას ჰქონდა, რომელმაც ახლოდან ვერ გაიტანა. „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს შინ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





