ლუკა გუგეშაშვილი დროებით „გიოზთეფეს“ ძირითადი შემადგენლობისგან ცალკე ივარჯიშებს. „გაზიანთეფთან“ შინ 2:4 წაგებული მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, „გიოზთეფემ“ სადისციპლინო საქმის წარმოება დაიწყო, რომლის დასრულებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დროებით გუნდს ჩამოშორეს.
შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილმა განვლილ შეხვედრაში პირველ ტაიმში 4 გოლი გაუშვა და მთავარმა მწვრთნელმა სტონიმირ სტოილოვმა შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, „გიოზთეფეს“ გულშემატკივრები სიტყვიეს შეურაცხყოფას სტადიონზე მყოფ გუგეშაშვილის ფეხმძიმე მეუღლეს აყენებდნენ. თამაშის შემდეგ ლუკა მომხდარს სოციალურ ქსელში წერილით გამოეეხმაურა. დიდი ალბათობით, ის „გიოზთეფეში“ კარიერას აღარ განაგრძობს.
ზაფხულში ბერძნილმა პაოკ-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარე თურქულ კლუბში ერთი წლით გაანათხოვრა.
გუგეშაშვილი გასულ წელს „პანსერაიკოსიდან“ პაოკ-ში გადავიდა, სადაც არ ათამაშებდნენ და იჯარით გაშვეს„ატრომიტოსში“ , რომლის მაისურით საბერძნეთის სუპერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





