„ვილიარეალმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, მიმდინარე სეზონში ცუდი სტარტი აიღო. ზაფხულში მარსელინო ტორალის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად მისული ინიგო პერესის ხელმძღვანელობით, გუნდმა ესპანეთის ლა ლიგაშ ვერცერთი თამაში მოიგო.
მე-4 ტურში „ვილიარელმა“ წელს ელიტაში დაბრუნებული „დეპორტივო“ მიიღო და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მას გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
შეხვედრის მე-19 წუთზე ანგარიში ნიკოლა პეპემ გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე კრუს ლუისმიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 76-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა ადამა ტრაორემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 79-ე წუთზე „დეპორტივოდან“ თავი ედაშურიმ გამოიჩინა, ხოლო 88-ე წუთზე „ვილიარეალის“ კარი ობამეიანგმა აიღო. „ვილიარეალი“ 2 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





