ლობჟანიძის პირველ გოლი „რეალ სოლტ ლეიკში“

0
2

საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტ ლეიკის“ შემადგენლობაში MLS-ში პირველი გოლი გაიტანა. მორიგ ტურში „რეალ სოლტ ლეიკმა“ „ლოს ანჯელესს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ექსმეკარე უგო ლორისს გაუტანა. 39-ე წუთზე სტუმრებიდან თავი სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის კაპიტანმა სონმა გამოიჩინა. ლობჟანიძე 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 75-ე წუთზე ანგარიში კალისკანმა გაათანაბრა.
31 წლის ქართველი ფეხბურთელი „რეალ სოლტ ლეიკში“ ზაფხულში „ატლანტა იუნაიტედიდან“ გადავიდა და 8 თამაშში 1 გოლის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე, ატლანტელთა შემადგენლობაში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი