ეგოიანის საუცხოო მატჩი ნიდერლანდებში

0
10

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა.
მე-5 ტურში როტერდამელები სტუმრად „ვილემ II”-ს შეხვდნენ და 3:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და „ექსელსიორის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის მე-8 წუთზე ირაკლი მეტოქის ნახევარზე ფინტით ერთ მეურვეს გაექცა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ზუსტი პასი გარდენს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
34-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მეისენმა გამოიჩინა. 85-ე წუთზე სტუმართა მეკარემ გრძელი გადაცემა გაუკეთა ეგოიანს, რომელიც ბურთი „ვილემ II”-ის ნახევარზე მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესულმა გვერდი ერთ მცველს აუარა, რის შემდეგ ახლო „ცხრიანში“ გაიტანა. ის ორივე გუნდში უდავოდ ყველაზე საუკეთესო იყო.
22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში ჩატარებულ ზედიზედ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი