დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ ხუთიდან ხუთი

0
0

„სენტ-ეტიენმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე დარჩა, სეზონის სტარტზე ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო. მე-5 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „მონპელიე“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 41-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბერნომ გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე მედამ საპასუხო ბურთი გაიტანა.
47-ე წუთზე დავითაშვილს მასპინძლების კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო, როდესაც რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით ბურთი კარს გადააცილა.
49-ე წუთზე ბოიაკიემ „სენტ-ეტიენი“ ისევ წინ გაიყვანა, ხოლო 71-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი დუფუსმა გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენს“, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 1-ში პლეი-ოფში მარცხის გამო ვერ აღხევდა, 15 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი